ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრზე, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გაიხსნა საგანი (სრული კურსი) „ასოცირების შეთანხმება, კანონშექმომედება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“. ლექციები ტარდება ორ ჯგუფად:
- შაბათი, 09.00-11.00 საათი, 25 სუტდენტი;
- შაბათი, 11.15-13.15 საათი, 26 სტუდენტი.
რეგისტრაცია გაიარა 51-მ სტუდენტმა. გაზაფხულის სემესტრის სწავლება დაიწყო 1 მარტს.
ლექციას ატარებს მოდულის ავტორი და კოორდინატორი, პროფ. ეკატერინე ქარდავა.
კურსის განმავლობაში ჩატარდება 13 ლექცია და სემინარი - 26 პირდაპირი საკონტაქტო საათები (ორივე ჯგუფში კი - 52 საათი), ხოლო 4 საათი (ორივე ჯგუფში 8 საათი) ეთმობა საგამოცდო პერიოდს.
კურსი მიმდინარეობს შეთანხმებული და დამტკიცებული სილაბუსის მიხედვით (სილაბუსი უკვე ატვირთულია ჟან მონეს მოდულის ვებ-გვერდზე.