|
|
22 იანვარს, კავკასიისათვის ევროპული სწავლების ასოციაციის (AESC) შეხვედრაზე, გაიმართა 2020 წელს გამარჯვებული ჟან მონეს პროექტების პრეზენტაციები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, აუდიტორიას წარედგინა კავკასიის სამართლის სკოლის პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“.
შეხვედრა გაიმართა, AESC-ისა და უშუალოდ მისი პრეზიდენტის ტომას კრუესმანის ორგანიზებითა და მოწვევით.
შეხვედრას ჰქონდა გაცნობითი ხასიათი, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ჟან მონეს პროექტების კოორდიანტორებს შორის, კომუნიკაციასა და პროექტების შესახებ ინფორმაციულ გაზიარებას.
იხილეთ პროექტის პრეზენტაცია.