შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტარტაპებთან

8 ნოემბერი 2022

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში,  ბობ სმიტის, Lean Startup-ის პროგრამირების და აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოვაციების კორპუსის (I-Corps) პროგრამირების დირექტორისა და  კერი სლატერის, საერთაშორისო სამეწარმეო პროგრამების მენეჯერის, მენტორობით ვიზიტი გრძელდება.

 

8 ნოემბერს, ექსპერტები  კავკასიის უნივერსიტეტის  იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ, რომლებიც  ინოვაციური სტარტაპების დამფუძნებლები არიან.  შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს სტარტაპების - ,,Tlancer’’, ,,Vadac’’, ,,Multilingual Spellchecker’’, „სტუმარი“ - წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტარტაპების წარმომადგენლებმა ექსპერტებს გააცნეს მათი საქმიანობის არეალი, აგრეთვე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განვითარების პერსპექტივებზე.  ექსპერტებმა კი თავის მხრივ გააცნეს ინფორმაცია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრის საუკეთესო პრაქტიკისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

 

პროგრამა აშშ-საქართველოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება“ (UCBP) ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.