ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პრეზენტაცია

15 ოქტომბერი 2024

14 ოქტომბერს, ერასმუსის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2024 წლის კონკურსში გამარჯვებული ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პრეზენტაცია.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კავკასიის უნივერსიტეტისა და სხვა უსდ პროფესორ-მასწავლებლები, ევროპისმცდონეობის საბაკალავრო და “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (EIGER) სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

 

კათედრის პროფესორმა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კათედრის მიზნები, ამოცანები, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები.  კათედრის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა კათედრის პროფესორმა   ეკატერინე ქარდავამ,  დამსწრე საზოგადოებას ონლაინ მიმართა ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორმა რადუ კარპმა.

 

პრეზენტაციზე Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სულაშვილმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა, “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების” სამაგისტრო პროგრამის პროფესორმა მარინა მუსხელიშვილმა აღნიშნეს Erasmus+ პროგრამებისა და ამ პროგრამებში კავკასიის უნივერსიტეტის მონაწილეობის შესახებ, ხაზი გაუსვეს ევროპული სწავლების გაძლიერებას მნიშვნელობას საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

 

განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოდან წარდგენილი პროექტების მაღალი ხარისხის შესახებ. დასასრულს, პროექტის გუნდმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.