Erasmus +-ის პროექტის Enricher-Hubs ფარგლებში ტრენინგების პირველი სერია დაიწყო

8 ოქტომბერი 2024

მიმდინარე წლის 1-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი, პროფესორი გიორგი ბრეგაძე, ასისტენტ-პროფესორი ნატო რობიტაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერასმუს+ის პროექტის, Designing Green Tourism Concepts Through Learning-ის (Enricher Hub) ფარგლებში, ესწრებოდნენ ტრენინგების პირველ ციკლს.

 

ტრენინგები მოიცავდა მდგრადი ტურიზმის დაგეგმვის, ანალიზისა და მართვის მიდგომებს ტურიზმის დანიშნულების ადგილებზე. ასევე მიმოიხილავდა ტურიზმის ინდუსტრიის წარმატებულ პრაქტიკებს პროექტის პარტნიორი ქვეყნების: ფინეთის, ავსტრიისა და იტალიის მაგალითებზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა ჩართულია ერასმუს+ის ამ პროექტში 2024 წლიდან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვას შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში, კომპეტენციების ზრდას მდგრადი ტურიზმის და მომსახურების დიზაინის მიმართულებით.

 

აღნიშნული პროექტის პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან Haaga-Helia (HHUAS)-ს უნივერსიტეტი (ფინეთი), რომელიც პროექტის კოორდინატორია, ავსტრიის სასწავლო ცენტრი -  Manangement Center Innsbruck (MCI) და გენუის უნივერსიტეტი (UniGe), იტალია.

 

საქართველოში კი, კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან  აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტი “Enricher Hubs” მიზნად ისახავს ისეთი მეგატრენდების, როგორიცაა მდგრადი ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას თანამედროვე სწავლებებში მათი სწორად ინტეგრირების მიზნით.

 

ტრენინგი მოიცავდა ინოვაციურ თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ფორმატში. მონაწილეობითი სწავლების პროცესი იყო შემეცნებითი ინფორმატიული. ტრენინგების ციკლი ასევე მოიცავდა გასვლით ვიზიტებს იმერეთის რეგიონის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობით ძეგლებზე.