5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის - „აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)„ ფარგლებში, სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენერმა ისაუბრა პროგრამის "Moodle and Turn it in" გამოყენების დეტალებზე.
პროგრამის გამოყენებით განხორციელდება წერითი დავალებებისა და სამეცნიერო ნაშრომების შემოწმება პლაგიატზე.
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.