ფინანსური ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში

 

არიან თუ არა ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩართული ფინანსური ინფორმაციით მანიპულირების საქმიანობაში?

 

პროექტის მიზნები:

 

  • კვლევის მიზანია დაადგინოს რა დონეზე ხდება ქართულ კერძო სექტორში შემოსავლების მენეჯმენტი.

 

პროექტის საქმიანობა და შედეგები:

 

კვლევას საკუთარი წვლილი შეაქვს შემოსავლების მართვაში არსებულ საერთაშორისო განსხვავებებთან დაკავშირებით შექმნილ ლიტერატურაში. ის იკვლევს შემოსავლების მართვას და კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ დეტერმინანტებს. კვლევის შედეგები საყურადღებოა საქართველოს მარეგულირებელი ორგანოებისა და ინვესტორებისთვის. სტანდარტების დამდგენები ხშირად ხელმძღვანელობენ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი) მონაცემებით. იკვლევენ რამდენად დადებითია იქ არსებული სტანდარტების შედეგები; ნაკლებად განვითარებული ქვეყნები კი პირდაპირ ცდილობენ მათი გამოცდილების გადმოღებას. ამ ნაშრომის შედეგები მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რადგან მასში მოცემულია ქართული ეკონომიკის, როგორც ნაკლებ განვითარებული ქვეყნის, მონაცემები. ნაშრომი საყურადღებოა ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის - განსაკუთრებით გადასახადების მარეგულირებლებისთვის, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას ქართული კერძო სექტორის მიერ მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის სანდოობის შესახებ.

 

პროექტის დაწყებისა და ადსრულების ვადებ: 20.12.2017 – 19.12.2020

კოორდინატორი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტ, საქართველო

მთავარი მკვლევარი: პროფ, დოქტორი, ერეკლე პირველი