პროექტის შესახებ

 

 

 

 

"გასტრონომიული ცოდნის ბანაკი" USAID-ის ინდუსტრიის ეგიდით პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - ფარგლებში ხორციელდება.

 

პროექტის კოორდინატორი: კავკასიის უნივერსიტეტი (CU)

პროექტის პარტნიორები: ბასკური კულინარიის ცენტრი( BCC), საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია (GTA)

პროექტის ნომერი: 001C1-001-2021-14


პარტნიორობის ამ მოდელის მიზანია ქართველი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და გასტრონომიის სექტორში პროფესიონალთა და ტრენერთა ინოვაციური მოდელის შექმნა. მოდელი უნიკალურია, რადგან წარმოდგენილია პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძო სექტორის წარმომადგენლად მომუშავე ასოციაციასა და საერთაშორისო სანდო სკოლას შორის, რომელიც უზრუნველყოფს განათლების ხარისხს.

 

ამჟამად, საქართველოში, გასტრონომიის მიმართულებით არ არსებობს პროფესიული გადამზადების პროგრამები, რომლებიც შექმნილია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამრიგად, პროფესიული გასტრონომიული განათლება და საქართველოს მთელი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია ისარგებლებს ცოდნისა და გამოცდილების გადაცემით ევროპული გასტრონომიის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრისგან.


კავკასიის უნივერსიტეტს პარტნიორობას გაუწევს ბასკური კულინარიის ცენტრი (BCC) და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია (GTBA), რათა ხელი შეუწყონ ევროპული და ადგილობრივი ინდუსტრიის გამოცდილების უზრუნველყოფას სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის. GTBA მონაწილეობას მიიღებს მონაწილეთა შერჩევასა და მოზიდვაში პროექტის ყველა ეტაპზე, ინდუსტრიაში მისი წევრი ქსელისა და კავშირების ჩართვით. ხოლო BCC  უზრუნველყოფს ცოდნისა და ამ სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების გაზიარებას, რათა ხელი შეუწყოს სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ძირითადი შედეგებია:

 

  • BCC-ის ხელმძღვანელობით ორი ToT პროგრამის შემუშავება: 1) გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა; 2) კრეატიულობა და სერვირება
  • სარეკლამო კამპანია 16 შეფ-ტრენერის მოსაზიდად
  • ტრენინგის მიწოდება 16 შეფ-ტრენერისთვის BCC-სთან პარტნიორობით
  • შერჩეული ოთხი საუკეთესო ტრენერის მიერ 32 სტუდენტისათვის ზემოაღნიშნული ტრენინგებისგან მიღებული ცოდნის გაზიარება და მიწოდება
  • პროექტის შედეგების გასაჯაროების მიზნით შემაჯამებელი ღონისძიების გამართვა ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისთვის

 

გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ განვითარებას. ეს მისცემს ალტერნატიულ შესაძლებლობას ახალგაზრდა პროფესიონალებს დასაქმდნენ ბაზარზე. მოკლევადიან პერსპექტივაში კი  პროექტი გაზრდის მსმენელთა, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი პროფესიონალების კომპეტენციას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეგიდით პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - ფარგლებში.