პროექტის შესახებ

 

 

უსაფრთხოების განათლების ცენტრი ერთიანი გამძლეობისა და ეფექტური კომუნიკაციებისთვის  (SECURE)

 

SECURE არის პროექტი, რომელიც ფინანსდება Erasmus+-ის უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ცხრა უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელშიც შედიან უნივერსიტეტები მიერ უკრაინიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და ლიეტუვადან. ამ ცხრა უნივერსიტეტიდან ერთ-ერთია კავკასიის უნივერსიტეტი. 

 

პროექტის მიზანია ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მაგალითების გამოყენებით, ორი მსგავსი R&EHub-ის განვითარება (უკრაინასა და საქართველოში). R&EHubs მოიცავს 5G და მის შემდგომ საზოგადოებაში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით სამ ინოვაციურ ლაბორატორიას.

 

ორი R&EHubs (UA და GE) იქნება პროექტის განმავლობაში ოთხი საგანმანათლებლო კურსის (მოდულის) ფარგლებში დეველოპერული ლაბორატორიების, პრაქტიკული დავალებებისთვის განკუთვნილი ბაზა. ამასთანავე, ის იქნება დაინტერესებული თანამშრომლების გადამზადების, უნარების განვითარების, კვლევითი აქტივობების, ამ სფეროში კიბერ შეტევების გამოძიების, და სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი ბაზა. მოსალოდნელია, რომ ლაბორატორიები იქნება ურთიერთდაკავშირებული და დაინტერესებულ მხარეებს დისტანციური წვდომა ექნებათ საერთო R&Ehub პლატტფორმის საშუალებით.

 

SECURE-ს ძირითადი ამოცანებია:

 

  • ოთხი ახალი ინოვაციური კურსის შემუშავება 5G-ში და მის მიღმა ქსელის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის დაარსება, რომელიც მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ ვირტუალურ ლაბორატორიას 5G და მის მიღმა ქსელის განვითარებისთვის;
  • R&EHub პლატფორმის შექმნა აკადემიის, ბიზნესის, მთავრობისა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციისთვის;
  • მასწავლებელთა მომზადება და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარება
  • 5G-ში და მის მიღმა კიბერ უსაფრთხოების საზოგადოებისჩამოყალიბება შემდგომი უმაღლეს სასწავლებლებს, ბიზნესებს, ინდუსტრიებსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორისთანამშრომლობის, კვლევისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერების მიზნით;

 

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის, ჩარჩოს და სტრატეგიული დოკუმენტაციის დანერგვის ხელშეწყობა 5G და მის მიღმა ქსელის უსაფრთხოების შესახებ. 

 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

 

ან გამოგვყევით სოციალურ მედიაში: 

 

Facebook

LinkedIn

Youtube