პროექტის შესახებ

 

 

Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი VIRTUAL VOYAGES. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ვირტუალური გაცვლითი შესაძლებლობების შექმნას კარიერული არჩევანისა და დაგეგმვის, „სწავლის სწავლების“ (learning to learn) კომპეტენციისა და რბილი უნარების განვითარებას.

 

პროექტი ეფუძნება უკვე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმას thevoyage.eu, რომელიც განახლდება და ადაპტირდება სტუდენტების თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად.

 

პროექტი ხელს უწყობს ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას რუმინეთის, იტალიის, თურქეთის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის 2100 სტუდენტს შორის. ვირტუალური ინტერაქციისა და იდეების გაცვლის გზით, მონაწილეები განივითარებენ კომპეტენციებს კარიერული დაგეგმვის, უწყვეტი განათლების და მნიშვნელოვანი რბილი უნარების მიმართულებით, პარალელურად კი გაძლიერდება კულტურათაშორისი დიალოგი.

 

პროექტის ძირითადი მიზნებია:

 

  • კარიერული განვითარების უნარების გაძლიერება:

პროექტი ორიენტირებულია სტუდენტების მხარდაჭერაზე ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებასა და დაგეგმვის უნარების განვითარებაში, სტრუქტურირებული სასწავლო მოდულებისა და ინტერაქტიული ვირტუალური გაცვლების საშუალებით.

 

  • სწავლის სწავლებისკომპეტენციის განვითარება:

პროექტი ხელს უწყობს დამოუკიდებელი სწავლის სტრატეგიების და უწყვეტი განათლების მიდგომების განვითარებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ადაპტირდნენ ცვალებად საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში.

 

  • რბილი უნარების განვითარება:

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ადაპტაციის უნარების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია დასაქმებისა და პიროვნული განვითარებისათვის.

 

  • ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების განახლება:

პროექტი მოიცავს პლატფორმა thevoyage.eu-ის მოდერნიზაციასა და ადაპტაციას, რაც უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას, გამოყენებადობასა და შესაბამისობას თანამედროვე სტუდენტების საჭიროებებთან ინოვაციური ციფრული რესურსების მეშვეობით.

 

  • აკადემიური პერსონალისა და ტრენერების მხარდაჭერა:

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდული მუშაკები და ტრენერები მიიღებენ მხარდაჭერას ციფრული წიგნიერების, რბილი უნარებისა და ახალი ელექტრონული სასწავლო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებისათვის.

 

  • კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა:

ვირტუალური მობილობის მეშვეობით პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო გარემოდან მონაწილეთა შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

 

  • ინოვაციური სასწავლო მოდულების დანერგვ:

პროექტი ითვალისწინებს სამი ძირითადი მოდულის დანერგვას: Career BoxLearning to Learn Competenceდა Testing e-Games, შესაბამისი ინსტრუქციებითა და შეფასების ფორმებით, რაც უზრუნველყოფს საინტერესო და სტრუქტურირებულ სასწავლო პროცესს.

 

პროექტი ხელს უწყობს ისეთ ძირითად ინდიკატორებს, როგორიცაა კულტურათაშორისი და ინტერგენერაციული განათლება, უწყვეტი განათლება, საგანმანათლებლო მეთოდებისა და ინსტიტუციების ხარისხის გაუმჯობესება და რბილი უნარების განვითარება.

 

პროექტის კონსორციუმი აერთიანებს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რუმინეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ პროექტის წარმატებული განხორციელებისა და გრძელვადიანი გავლენის უზრუნველსაყოფად.

 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ან განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) პოზიციას. არც ევროკავშირი და არც დამფინანსებელი ორგანო არ არიან პასუხისმგებელი აღნიშნულზე.