პოსტ-კვანტური ციფრული ხელმოწერა ვერკლეს ხის გამოყენებით
პროექტის მიზანს წარმოადგენს პოსტ-კვანტური კრიპროგრაფიის მზარდი გამოწვევების გადაჭრა დიცფრული ხელმოწერის სისტემის განვითარებით, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციურ ვერკლეს ხის შექმნაზე. შემოთავაზებული ახალი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს შემოწმების ზომას, რაც თავის მხრივ თანადროულად აუმჯობესებს როგორც უსაფრთხოებას, ასევე კომპუტაციურ ეფექტურობას.
პროექტის ძირითად სამუშაო საკითხს წარმოადგენს შემთხვევითი რიცხვის კვანტურ გენერატორთან ფსევდო-შემთხვევითი რიცხვის გენერატორის ინტეგრაცია, რომელიც გაზრდის მის სტაბილურობასა და სანდოობას.
პროექტი მჭიდრო კავშირშია უსაფრთხოებასთან, კერძოდ კრიპტოგრაფიასა და კიბერ უსაფრთხოებასთან. მისი მთავარი ამოცანაა ახალი პოსტ-კვანტრური ციფრული ხელმოწერის სქემის შექმნა, ვერკლეს ხის, პოლინომიური და ვექტორული მნიშვნელობების გაერთიანებით. აღნიშნული მიდგომა ასახავს კვანტური კომპიუტერების მიერ ამჟამინდელი კრიპტოგრაფიული სისტემებისათვის შექმნილი საფრთხეების მიმართ პროაქტიულ მიდგომას. აღნიშნული უზრუნველყოფს ციფრული კომუნიკაციების უსაფრთხო და ეფექტური მომავლის უზრუნველყოფას.
თარიღები: 2025-2027 წელი
ხანრგძლივობა: 2 წელი
დაფინანსების წყარო: NATO-ს პროექტი მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS)