ევროკავშირის კიბერ განათლების განვითარების ხელშეწყობა (PEU-C-E)

        

 

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერ განათლების განვითარების ხელშეწყობა” არის ჟან მონეს ერთობლივი პროექტი, შემუშავებული ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. ეს უნივერსიტეტები კონცენტრირებულია კიბერუსაფრთხოებაზე და ამავდროულად მჭიდრო შესაბამისობაშია ევროკავშირის ღირებულებებთან. პროექტის მიზანია კიბერ განათლების სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება სტუდენტებს, მასწავლებლებს, მშობლებს, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეიქმნას უფრო უსაფრთხო ინტერნეტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის.

 

ფართო მიზანი: პროექტის მიზანია დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტების, პედაგოგების, პროფესორების, სკოლებისა და ასევე უნივერსიტეტებში გადაწყვეტილების მიმღები პირების განათლება, ბავშვებისთვის კიბერ სივრცის საფრთხეების შესახებ, ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებით და მათი კომპეტენციის დონის ამაღლება უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად; თავის მხრივ, პედაგოგები თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გაუზიარებენ კოლეგებს და ამით ხელს შეუწყობენ კიბერუსაფრთხოების დარგში ინკლუზიური და უმაღლესი ხარისხის განათლებას.

 

კონკრეტული მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის პასუხისმგებლობით სწავლებას ევროკავშირის დირექტივებსა და გამოცდილებასთან შესაბამისობაში:

 

  • ევროკავშირის გამოცდილების გამოყენებით კიბერუსაფრთხოების ღონისძიების სემინარების, სასწავლო პროგრამების შემუშავება მასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სკოლის ხელმძღვანელების განათლებისთვის;
  • ბავშვებისთვის ღონისძიებების მასალების, ბროშურების შემუშავება, ინტერნეტ-ჰიგიენის უნარ-ჩვევებით აღჭურვის მიზნით;
  • ამ მასალის შემდგომი ადაპტირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სავალდებულო სემინარის ფარგლებში; 
  • ამ სასწავლო პროგრამებისა და კურსების შემდგომი ადაპტირება შესაბამის ადგილობრივ კონტექსტებთან და მათი მრავალფეროვნების უნიკალურ ნიმუშებთან;
  • მრავალენოვანი ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება, რათა მასალა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით, ცენტრიდან მოშორებით მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისათვის;
  • პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება, კონფერენციის მეშვეობით, ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით.

 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალური ვებ-გვერდი https://www.peu-c-e.com/