ალფრედ ნობელის უნივერსიტეტის ონლაინ გაცვლითი პროგრამა - 2023

16 იანვარი 2023

გაცნობებთ რომ ალფრედ ნობელის უნივერსიტეტი, უკრაინა, პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის აცხადებს 2023 წლის გაზაფხულის ონლაინ გაცვლით პროგრამას.


უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ქვემოთ ჩამოთვლილი ვირტუალური კურსებიდან აირჩიონ სასურველი და ისწავლონ უფასოდ:


1.  ინგლისური ენის თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა;
2. მაკროეკონომიკა;
3. კომუნიკაციის მენეჯმენტი;
4. საერთაშორისო მენეჯმენტი.


პროგრამის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი: თებერვალი-ივნისი
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა - 21 იანვარი, 2023. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

გისურვებთ წარმატებას!