ბრუნეი დარუსალაიმის სამეფოს მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდია განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც პირველად ისწავლიან ბრუნეი დარულასამას სასულთნოში. პროგრამა აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში:
- ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD);
- ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA);
- ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB);
- რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი(KUPU SB);
- ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB).
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ბაკალავრის საფეხურის სტუდენტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის ასაკი - 35 წელს;
- ფლობდეს ინგლისური ენის შემდეგ დონეს - IELTS 6.0 / TOEFL 550 / GCE 6.
განცხადების პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ნიშნების ფურცელი;
- სარეკომენდაციო წერილები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 თებერვალი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!