კონკურსი და კონფერენცია - „კრეატიული შოკი 2023“

15 სექტემბერი 2023

ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიეტუვა (ISM University of Management and Economics, Vilnius, Lithuania) აცხადებს დაინტერესებულ პირთა მიღებას სოციალური ბიზნესის კონკურსსა და კონფერენციაში - „კრეატიული შოკი“ მონაწილეობისთვის.

 

პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტებს რეალური გლობალური სოციალური ბიზნეს მოდელები და წაახალისოს ისინი განავითარონ თავიანთი სოციალური იდეები.

 

კონკურსი იწყება ონლაინ (25 სექტემბერი - 8 ნოემბერი) 2 რაუნდით, საუკეთესო 10 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ რაუნდში, რომელიც ჩატარდება ლიეტუვაში (23 – 26 ნოემბერი).

 

კონკურსში გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 3000 ევროს ოდენობით.

 

პროგრამის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უფასოა.
ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში მონაწილეები ადგილზე, ლიეტუვაში იხდიან მონაწილეობის საფასურს: 30 ევრო.

 

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 24 სექტემბერი, 2023.

 

ფრენის ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.
პროგრამის ფარგლებში განთავსება, კვება, უფასოა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@creativeshock.lt

 

გისურვებთ წარმატებას!