„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)- საქართველო“ ევროკავშირისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის“.
კონკურსის თემები:
- გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე;
- ლგბტ საკითხების გაშუქება;
- მიგრაციის ფემინიზაცია.
საკონკურსო კატეგორიები:
- საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი;
- საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი;
- საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი;
- საუკეთესო ციფრული პლატფორმა;
- საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი;
თითოეულ კატეგორიაში გამოგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2022 წლის 11 ნოემბრიდან - 2023 წლის 31 ოქტომბრამდე.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 ოქტომბერი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mariam.paichadze@wecf.org
გისურვებთ წარმატებას!