კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს/მოწვეული სტატუსის მქონე ლექტორს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია (University of TUSCIA, Italy)- Business Administration, Economics
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) – Business Administration, Economics, International Relations, Law
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს ასევე დამატებით სთავაზობს სტუდენტებისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში (11-15 თებერვალი, 2019) მონაწილეობას. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლექციის წაკითხვა შემდეგ კონკრეტულ თემებზე:
- General context of the European/Global economy/economies (Brexit, challenges, opportunities, others...)
- How to do Business with… (a country or world region, particularities)
- Culture and Business (how culture, territories, traditions… impact international economies/ possible conflicts – for instance: traditional costumes within luxury brands of clothes…)
- Import/Export issues, supply chain of products, fair trade…
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია (Saarland University, Germany) – Law
- FH JOANNEUM, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია (FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria) – Business Administration, Information Technology, Tourism
- კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koc University, Turkey)- Business Administration, Economics, Law, International Relations, Media& Visual Arts, Psychology, Sociology
- შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი (University of Szczecin, Poland) – Business and Administration, Political Sciences, Law, Tourism, International Relations
- კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (Cracow University of Economics, Poland) – Business Administration (Finance). მობილობის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ( 8-12 აპრილი, 2019)
- ვარშავის ეკონომიკის სკოლა , პოლონეთი (Warsaw School of Economics, Poland) – Economics (Int. Economics); Finance and Business Administration (Int. Business), International Tourism
- ესტონეთის ბიზნეს სკოლა, ესტონეთი (Estonian Business School, Estonia) – Business Administration
- კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (University of Economics in Katowice, Poland)- Economics, Business Administration.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა/ მოწვეული სტატუსის მქონე ლექტორმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!