სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020

28 თებერვალი 2019

გამოცხადდა სტუდენტების მიღება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივ სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამაზე.

 

პროგრამით მხარდაჭერილი მიმართულებები:

 

  • სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სამართალი
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი

 

პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ:

 

  • ვინც დაინტერესებულია სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან იმყოფება დამამთავრებელ კურსზე;
  • ფლობს ფრანგულ ან ინგლისურ ენას;

 

კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 28 თებერვლის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!