აცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივ კვლევით სასტიპენდიო პროგრამებზე დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
გრანტის სახეები და ხანგრძლივობა:
- კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის - ხანგრძლივობა 3 თვე
 - კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის, რომლებიც ერთობლივ სადოქტორო პროექტებში ან პროგრამებში არიან ჩართული - ხანგრძლივობა 6 თვე
 - სამეცნიერო სტაჟირება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (Post-Docs) - ხანგრძლივობა 4-6 თვე
 
რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპები:
- დოკუმენტაციის ატვირთვა “DAAD”-ის ონლაინ სისტემაში
 - ამობეჭდილი დოკუმენტაციის წარდგენა “DAAD”-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში (არაუგვიანეს 20 მარტისა)
 - დოკუმენტაციის წარდგენა რუსთაველის ფონდში
 
საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მარტი
სტიპენდიის ფარგლებში კვლევის განხორციელების პერიოდი: 15 მაისი - 15 ნოემბერი
საკონსულტაციო შეხვედრების ადგილი და თარიღი:
- 26 თებერვალი,16:00 საათი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპუსი 1, აუდიტორია
 - 28 თებერვალი,16:00 საათი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, აუდიტორია A 101
 - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი - თარიღი ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.
 
გისურვებთ წარმატებას!
