International Week at University of Applied Sciences Upper Austria, School of Management

17 მარტი 2018

გაცნობებთ რომ, ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა, ველსი, ავსტრია (University of Applied Sciences Upper Austria, School of Management) აცხადებს ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულს სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვისა და მკვლევარებისთვის.

 

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა თემატურ ლექციებსა და ბიზნეს კონფერენციას. პროგრამის ფარგლებში სტუმრებს მიეცემათ საშუალება წარადგინონ პუბლიკაციები გამოსაქვეყნებლად, აგრეთვე მიიღონ მონაწილეობა მეცნიერულ დისკუსიებში.

 

ლექციების თემატიკა:

 

  • გლობალური გაყიდვები და მარკეტინგი
  • მარკეტინგი და ელექტრონული ბიზნესი
  • ბუღალტერია, კონტროლი და ფინანსური მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ლოჯისტიკა და მენეჯმენტი
  • პროდუქცია და მენეჯმენტი
  • ბიზნეს ანალიტიკა და მენეჯმენტი

 

საერთაშორისო კვირეულის გამართვის თარიღი: 14-16 მაისი, 2018 

 

ბიზნეს კონფერენციის გამართვის თარიღი: 16-18 მაისი, 2018 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 მარტი, 2018 წელი.

 

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international@fh-steyr.at

 

გისურვებთ წარმატებას!