კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში, ტუშას უნივერსიტეტში, იტალია (University of Tuscia, Italy) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში, ტუშას უნივერსიტეტში, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:
- Quality management and quality assurance;
- Financial economics; Risk and portfolio management;
- Development macroeconomics;
- Macroeconomic Policy;
- Political Economy.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას;
- ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!