Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი, 2022 გაზაფხულის სემესტრი

25 თებერვალი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი (Universidad de Valladolid, Spain), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს  სწავლება/ტრენინგის კომბინირებულ (teaching/training combined mobility) მობილობას. პარტნიორ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ვიზიტი არის ერთ კვირიანი (5 სამუშაო + 2 დღე მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 4 სალექციო (teaching) და სამუშაო (training) საათს მიმღებ ფაკულტეტთან.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ ან არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;

 

2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში  მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:  Education (Teacher Training), Economics, Journalism, Business Studies (Management), Tourism, Marketing, Law, Informatics and Computer Science, Architecture.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი).

 

თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 5 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში 11 მარტის ჩათვლით, 2022;
  • პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

 

 გისურვებთ წარმატებას!