ევროპული საზაფხულო პროგრამა 2023

16 იანვარი 2023

გაცნობებთ რომ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2023 წლის ევროპულ საზაფხულო პროგრამაზე.

 

  • პროგრამა ხორციელდება ორ ნაწილად (ივნისსა და ივლისში) და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ მხოლოდ ერთ ან ორივე ნაკადს.
  • პროგრამა გთავაზობთ აკადემიური კურსების დიდ არჩევანს, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, შემდეგ სფეროებში: ლიბერალური ხელოვნება, ბიზნესი და კომუნიკაცია, ჯანდაცვა, ევროპული კვლევები, მდგრადობა და                             მეცნიერებები, ფრანგული ენა.
  • პროგრამის საფასური შეადგენს 3450 ევროს - 10%-იანი ფასკალდება მოქმედებს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ორივე ნაკადზე დამსწრები სტუდენტებისთვის.
  • სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 12ECTS კრედიტი თითოეული სესიიდან (გთხოვთ სკოლასთან შეათანხმოთ კრედიტების აღიარების შესაძლებლობა).  
  • პროგრამა ხორიცელდება ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთში.
  • აპლიკაციის შევსების ვადები: პირველი ნაკადი (24 მაისიდან - 22 ივნისამდე) : რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01.04.2023
    მეორე ნაკადი (27 ივნისიდან - 26 ივლისამდე) : რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01.05.2023

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

გისურვებთ წამრატებას!