Future Talent Programme 2019 (Estonia,Tallinn)

18 ივნისი 2019

გაცნობებთ, რომ მომავლის ტალანტების პროგრამა (Future Talent Programme), აცხადებს სტუდენტების მიღებას ქოუჩინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.  

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებს. 

 

პროექტის დასკვნითი ფაზა გაიმართება 17-20 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, მანამდე კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისტანციური სწავლების პროგრამაში. 

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 28 თებერვლისა. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის,გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი ან/და ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს. 

 

გაცნობებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ფარავს მომავლის ტალანტების პროგრამა.

 

გისურვებთ წარმატებას !