კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს).
2024 გაზაფხულის სემესტში მობილობების განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ მიმართულებებზე:
პარტნიორი უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების საფეხური |
Inholland University of Applied Sciences |
ნიდერლანდები |
Law, Business Administration, Tourism |
ბაკალავრიატი |
FH JOANNEUM University of Applied Sciences |
ავსტრია |
Business Administration, Tourism |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
Polytechnical University of Valencia |
ესპანეთი |
Engineering |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
University of Economics in Katowice |
პოლონეთი |
Economics, Business Administration |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
University of Coruna (*კანდიდატს უნდა ჰქონდეს PhD ხარისხი) |
ესპანეთი |
Law, Information and Communication Technologies, Travel and Tourism |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
SMK University of Applied Sciences |
ლიეტუვა |
International Business, Marketing and Advertising |
ბაკალავრიატი |
The Mazovian University in Plock |
პოლონეთი |
Economics, Information Technology, English Philology, PR, Journalism |
ბაკალავრიატი |
National University of Political Studies and Public Administration (SNSPA) |
რუმინეთი |
Public Administration, Law, Political Science |
ბაკალავრიატი |
The University of Ss. Cyril and Methodius in Trnava |
სლოვაკეთი |
Media Communication, Media Relations |
ბაკალავრიატი |
Instituto Politécnico de Castelo Branco |
პორტუგალია |
Information Technology, Engineering |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი სკოლის დეკანისგან
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სალექციო კურსისა და მობილობის საბოლოო თარიღების შეთანხმება პარტნიორი უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტთან;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მეილზე- ir@cu.edu.ge. ან, ეწვიეთ დეპარტამენტის ოფისს, მეორე სართული, B25.
გისურვებთ წარმატებას!