აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აცხადებს სტუდენტების მიღებას გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში მონაწილეობის მისაღებად (7-31 აგვისტო).
პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინ ტესტირება გერმანული ენის დონის შესამოწმებლად.
მონაწილეობის საფასური: 399 ევრო (+70 ევრო კურსის მასალა)
რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესბულმა კანდიდატებმა პროგრამის ორგანიზატორებს ელექტრონულ მისამართზე : [email protected] უნდა გაუგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი;
- გვარი;
- ეროვნება;
- მისამართი;
- სტატუსი (სტუდენტი);
- გერმანული ენის ცოდნის დონე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]
გისურვებთ წარმატებას!
