გაცნობებთ, რომ „გაერთიანებული ერების საკონსტიტუციო კვლევითი ცენტრი“ ბრიუსელი, ბელგია (Center for United Nations Constitutional Research), აცხადებს სამართლის სკოლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტებისთვის კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე
სტიპენდიის ოდენობა: 1 800 ევრო
სტიპენდია მოიცავს:
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას
- ლექციებს
- ვიზიტებს ევროპარლამენტსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში
მონაწილეობისთვის აუცილებელია:
- რეზიუმე (CV)
- დაინტერესებული საკითხის წერილობითი აღწერა
- წერითი ნიმუში
გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციების განხილვა დაიწყება 6 აპრილს და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@cuncr.org
გისურვებთ წარმატებას!