კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koc University, Turkey) გიწვევთ ონლაინ საზაფხულო პროგრამაში „Virtual Leadership Summer at Koç” მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო პროგრამა ჩატარდება 2022 წლის 18 ივლისიდან 4 აგვისტომდე.
საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შემდეგ სასწავლო მოდულებს:
- Next Generation Leadership(6 ECTS)
ხანგრძლივობა: 3 კვირა
საფასური: $425 (კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს 15% ფასდაკლება)
- Global Learning Certificate: Leadership, Sustainability and Social Innovation in the 21stCentury
ხანგრძლივობა: 10 დღე (გენიჭებათ სერტიფიკატი)
საფასური: $150
სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირება ორივე კურსზე. ორივე კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში საფასური შეადგენს $510.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოცემული ბმულის მეშვეობით, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL/IELTS);
- ნიშნების ფურცელი;
- Next Generation Leadership პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა, ასევე უნდა წარადგინონ ნაშრომი „რას ნიშნავს ლიდერობა“ (ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა 800 სიტყვა);
- ფოტოსურათი.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 ივნისი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოჩის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: summer@ku.edu.tr