სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა - 2023/2024 ზაფხულის სემესტრი

9 ოქტომბერი 2023

ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრისთვის.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს.

 

საჭირო დოკუმენტები

 

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

 

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სასწავლო პროგრამა;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბაკალავრიატის დიპლომი;
  • მოწვევის წერილი.

 

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

 

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სასწავლო პროგრამა;
  • აპლიკანტის სადისერტაციო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
  • დოქტორანტურაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მაგისტრატურის დიპლომი;
  • პირადი პუბლიკაციების სია;
  • მოწვევის წერილი.

 

ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანებისთვის:

 

  • რეზიუმე;
  • დეტალური სასწავლო პროგრამა;
  • უმაღლესი საფეხურის დიპლომი;
  • პირადი პუბლიკაციების სია;
  • მოწვევის წერილი.

 

დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

ანაზღაურება პროგრამის ფარგლებში:

 

  • მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 620€;
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 1025.50€;

 

ლექტორების, მკვლევრებისა და ხელოვანებისთვის:

 

  • დოქტორის ხარისხის გარეშე და 4 წლიანი გამოცდილებით: 1025.50€;
  • დოქტორის ხარისხითა და 10 წლიანი გამოცდილებით: 1370€;
  • დოქტორის ხარისხითა და 10 წელზე მეტი გამოცდილებით: 1470€.

 

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 ოქტომბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ადმინისტრატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk.

 

გისურვებთ წარმატებას!