Undergraduate Double Degree Program with ISCTE-University Institute of Lisbon, Portugal

16 აპრილი 2022
გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება იშტეს ბიზნეს სკოლასა (ISCTE Business School) და კავკასიის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე 2022-2023 წლის აკადემიური წლისთვის.

 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-4 კურსის მენეჯმენტის სპეციალიზაციის სტუდენტს. 
 
 
პროგრამაში მონაწილე სტუდენტს პირველი 6 სემესტრი კავკასიის უნივერსიტეტში უნდა ჰქონდეს დასრულებული, ხოლო ბოლო აკადემიური წელი უნდა გაატაროს იშტეს ბიზნესის სკოლაში და დააგროვოს 66 ECTS კრედიტი.
 
 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე (იხ.Europass-ის ფორმატი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
 
 
კანდიდატმა განაცხდი უნდა წარმდგინოს ელექტრონული ფორმით 2022 წლის 30 აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge 
 
 
ერთი წლის სწავლის საფასური, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა უნდა დაფაროს იშტეს ბიზნესის სკოლაში შეადგენს -767 ევროს.
 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). სწავლის დასრულების შემდგომ, სტუდენტს ხარისხს ანიჭებს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს, პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად
 
 
პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოთ ეწვიოთ ბმულს.
 
 
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე საერთული, B25 (საკონტაქტო ნომერი:551 161 995)


გისურვებთ წარმატებას!