გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული პრაქტიკის პროგრამისთვის.
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო, ან ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში.
შერჩეული მონაწილეები პროგრამის ერთ-ერთ ნაკადში მოხვდებიან. აპლიკაციის შევსებისას აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ნაკადი:
- ნაკადი 1: 2022 წლის 26 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე.
- ნაკადი 2: 2023 წლის აპრილიდან - მაისამდე.
მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
- უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა);
- უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;
- უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;
- უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.
დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმებისა და აპლიკაციის პროცესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 მარტი.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნათია შარიქაძეს. ელ. ფოსტა: Georgia-PFP@americancouncils.org
გისურვებთ წარმატებას!