გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები".
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის პირველი და მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.
გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.
ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის სერტიფიკატი (IELTS 6.0 \ TOEFL - 78).
განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა 20 ოქტომბერი, 2018.
გისურვებთ წარმატებას!