Robert Bosch Stiftung (RBSG) და გერმანიის მარშალის ფონდის საგრანტო კონკურსი

9 სექტემბერი 2019

გაცნობებთ, რომ The Robert Bosch Stiftung (RBSG) და გერმანიის მარშალის ფონდი შავიზღვისპირეთის რეგიონალური თანამშრომლობისათვის აცხადებს საგრანტო წინადადების მიღებას ნდობის აღდგენის მიმართულებით. პროგრამა ინიცირებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტი მოიაზრება პარტნიორი ორგანიზაციის რანგში.

 

პროექტი ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე:

 

  • ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული კომპეტენციის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობენ თანაარსებობასა და რეინტეგრაციას;
  • საზღვრისპირა ინიციატივები ახალგაზრდებისათვის;
  • სამოქალაქო აქტივობისა და აქტიური მოქალაქეობის მიდგომები ;
  • შერიგების და მშვიდობის მიდგომები, რომლებიც მოიცავენ გამოცდილებას ისტორიიდან;
  • ხელოვნება და კულტურული საქმიანობა მშვიდობისა და შერიგების წახალისებისთვის;
  • მედიის როლი სტერეოტიპების მსხვრევის მიმართულებით.
  • გრანტის ოდენობას დაახლოებით 23,000 აშშ დოლარი (დაახლოებით 18,000 ევრო) წარმოადგენს.

 

საგრანტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა - 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრამდე, ბუქარესტის დროით (რუმინეთი)18:00 საათამდე.

 

პროექტები უნდა დასრულდეს და წარედგინოს ანგარიშის სახით 2020 წლის ივლისამდე. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

 

საპროექტო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს  ინგლისურ ენაზე, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმების გამოყენებით BST–ის ვებგვერდიდან.

 

განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ორგანიზაციის ვებგვერდს.

 

წარმატებას გისურვებთ!