სასტიპენდიო კონკურსი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

9 ივნისი 2023

გაცნობებთ, რომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.


სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

 

დაფინანსება პროგრამის ფარგლებში: 2100 ევრო.

 

კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

 

  • სათანადოდ შევსებული რეზიუმე და საკვლევი პროექტი (იხ. თანდართული დოკუმენტები)
  • მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან;
  • პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში).

 

ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ევა ბერტრანს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge

 

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 25 ივნისი, 2023.

 

საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივლისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2023 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აპრილამდე შუალედში.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!