ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.
საჭირო დოკუმენტები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- სასწავლო პროგრამა;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბაკალავრიატის დიპლომი;
- მოწვევის წერილი.
დოქტურანტურის სტუდენტებისთვის:
- რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- სასწავლო პროგრამა;
- აპლიკანტის სადისერტაციო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
- დოქტურანტურაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მაგისტრატურის დიპლომი;
- პირადი პუბლიკაციების სია (იხილეთ თანდართული ფორმა);
- მოწვევის წერილი.
ლექტორების, მკვლევარებისა და ხელოვანებითვის:
- რეზიუმე;
- დეტალური სასწავლო პროგრამა;
- უმაღლესი საფეხურის დიპლომი;
- პირადი პუბლიკაციების სია (იხილეთ თანდართული ფორმა);
- მოწვევის წერილი.
დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.
ანაზღაურება პროგრამის ფარგლებში:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 400€;
დოქტურანტურის სტუდენტებისთვის: 734€;
ლექტორების, მკვლევარებისა და ხელოვანებისთვის:
დოქტორის ხარისხის გარეშე და 4 წლიანი გამოცდილებით: 734€;
დოქტორის ხარისხითა და 10 წლიანი გამოცდილებით: 980€;
დოქტორის ხარისხითა და 10 წელზე მეტი გამოცდილებით: 1050€.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 აპრილი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ადმინისტრატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk
გისურვებთ წარმატებას!