საზაფხულო სკოლა „ევროკავშირი, გაერო და გლობალური მმართველობა“

17 თებერვალი 2023

ლეიდენის უნივერსიტეტი, ჰააგა (Leiden University, Hague) ევროკავშირის ჯან მონეს პროექტის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში „ევროკავშირი, გაერო და გლობალური მმართველობა“.

 

პროგრამა ჩატარდება 12-23 ივნისს ჰააგაში და მოიცავს სამ დღიან ტურს ბრუსელში, ევროკავშირის დაწესებულებებში,
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის შემდეგი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე: EUGOV@fgga.leidenuniv.nl

 

  • სამოტივაციო წერილი;
  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი;
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი;
  • რეზიუმე;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი და დაბადების თარიღი;
  • მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა:

 

  • გლობალური უსაფრთხოების მართვა;
  • ევროკავშირი გაეროში;
  • საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა და სტაბილურობა;
  • მიგრაციის მმართველობა;
  • G20-ის როლი გლობალურ ურთიერთობებში;
  • საერთაშორისო კლიმატის დაცვა და ენერგეტიკის მართვა;
  • ევროპის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

 

მონაწილეობის საფასური: 1200 ევრო. (მოიცავს ყველა ლექციას/აქტივობას, მათ შორის ვიზიტს სხვადასხვა დაწესებულებებში, ყოველდღიურ ლანჩებს, ბრიუსელში მატარებლით გამგზავრებისა და სასტუმროს ხარჯებს) საფასური არ ფარავს სტუდენტის განთავსების ხარჯებს ჰააგაში.
მსურველებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ონლაინ. ამ შემთხვევაში, მონაწილეობის საფასური შეადგენს 350 ევროს.

 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საზაფხულო სკოლის შინაარსობრივ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

აპლიაკაციის წარდგენის დედლაინი: 24 აპრილი

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: EUGOV@fgga.leidenuniv.nl 

 

წარმატებები!