ქალთა საერთაშორისო დღისა და ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) ყოველწლიური სესიის ფარგლებში, გაეროს აკადემიური გავლენა (UNAI), აწყობს ვირტუალურ ღონისძიებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა (ICTs) და უმაღლესი განათლების შესახებ: სივრცე გენდერული თანასწორობისთვის.
ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 14 მარტს, 10 AM-12PM (ნიუ-იორკის დროით)
ფორმატი - ონლაინ, Microsoft Teams.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობის წინსვლის, ხელშეწყობისა და დაცვის თემატიკაზე.
ამასთან ერთად, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული ძალადობა, ქალთა ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე და ა.შ.
ღონისძიება ასევე შეისწავლის, თუ როგორ განვითარდა უნივერსიტეტების პოლიტიკა და როგორ არის დაკავშირებული აკადემიური და სამეცნიერო კვლევა ამ საკითხებთან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.