UNITE 2030-ის ბანაკი 12-18 სექტემბერს ნიუ-იორკში, აშშ

6 აპრილი 2022

გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია UNITE 2030 გიწვევთ Camp 2030 ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 12-18 სექტემბერს ნიუ-იორკში.

 

ბანაკი გააერთიანებს მსოფლიოს 250-მდე ახალგაზრდა ლიდერს რათა მათ ერთობლივად იკვლიონ და მიიღონ გადაწყვეტილებები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით (SDGs).


ბანაკი 5 დღის განმავლობაში გაიმართება ნიუ-იორკის ადირონდაკის ეროვნულ პარკში, ხოლო პროგრამის ბოლო დღეს, მონაწილეები დასკვნითი ღონისძიებისთვის კვლავ ნიუ-იორკში დაბრუნდებიან.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.

 

პროგრამაზე დამტკიცების შემთხვევაში, ორგანიზატორების მხრიდან გამოგეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შემდგომ ნაბიჯებსა და პროგრამაში მონაწილეობის საფასურთან დაკავშირებით.

 

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მაისი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს პროგრამის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.

 

პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: tonny@unite2030.co

 

გისურვებთ წარმატებას!