მოგესალმებით, ძვირფასო Erasmus + გაცვლითი პროგრამის სტუდენტებო. მოხარულნი ვართ, რომ გსურთ სწავლა საქართველოში, კონკრეტულად, კავკასიის უნივერსიტეტში. CU ოჯახში გაწევრიანებით, თქვენ გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა:
- ისწავლოთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში
 - მიიღოთ ხარისხიანი განათლება
 - გამოსცადოთ სხვადასხვა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდები
 - ჩაერთოთ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაში
 - ჩაეფლოთ მდიდარ ქართულ კულტურაში
 
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დაგეხმარებათ კავკასიის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსის მიღების პროცესში. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge

