Erasmus + გაცვლითი პროგრამების შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინდივიდუალურ მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში. 

 

„Erasmus+"- ის  მობილობის პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია იმ სტუდენტს, რომელიც ირიცხება კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე და აკმაყოფილებენ ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს (იხილეთ სათანადო ქვეთავი ).

 

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ უცხოურ უნივერსიტეტში ერთი (3-დან მაქსიმუმ 6 თვემდე) აკადემიური სემესტრის განმავლობაში.

 

Erasmus+ მობილობის პროგრამის დასრულების შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტი, საგნების ტრანსკრიპტს (ნიშნების ფურცელს) აგზავნის კავკასიის უნივერსიტეტში, რათა მოხდეს კრედიტების აღიარება.