ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და Excelia Group შორის, საფრანგეთი

19 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტსა და Excelia Group, საფრანგეთი, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

Ecxelia Group კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც 1988 წელს ლა როშეში დაარსდა. დღეს ის აერთიანებს ბიზნესის, ტურიზმის და ციფრული კომუნიკაციის სკოლებს. ინსტიტუტის ძირითადი კვლევითი საქმიანობა უკავშირდება დიჯიტალიზაციას, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებას. Excelia Group ინტერნაციონალური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს.

 

აღსანიშნავია, რომ Excelia Group, სამმაგი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აკრედიტაციის- AACSB, EQUIS, AMBA მქონე ინსტიტუტია. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მსგავსად, ექსელიას ტურიზმის სკოლას მოპოვებული აქვს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი TedQual.

 

გაფორმებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ტურიზმის ფაკულტეტებს შორის სემესტრულ გაცვლით პროგრამას და აგრეთვე სხვადასხვა მოკლევადიან/საზაფხულო სკოლის პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობას.