კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორის, დავით წიკლაურის ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

15 აპრილი 2019

ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორი, დავით წიკლაური იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში, იმყოფებოდა. პროფესორმა ტუშას უნივერსიტეტის სტუდენტებს სალექციო კურსი Total Quality Management-ის შესახებ შესთავაზა და ასევე პარტნიორი უნივერსიტეტის თხოვნით, იტალიელ სტუდენტებს საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა.

 

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი დავით წიკლაური შეხვდა ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგნლებს, რომლებმაც კამპუსში უმასპინძლეს.