ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 აპრილი 2019

5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (Lille Catholic University, France) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტთან, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამსახურთან და მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან.

 

შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არესებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

 

აღსანიშნავია, რომ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (Lille Catholic University, France), ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.