Erasmus+ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 ივნისი 2023

12-16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) სამართლისა და ადმინისტრირების და ენის ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Economics in Katowice, Poland) პროფესორს, საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტიდან, Erasmus + აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მოწვეული პროფესორისთვის, დამატებით სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის სასწავლო კურსის ფარგლებში და ასევე კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორის თენგიზ თაქთაქიშვილის ლექციის ფარგლებში.  ასევე, გდანსკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლის შეხვედრა შედგა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფიო შენგელიასთან.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კატოციეს ეკონომიკის უნივერსიტეტი და გდანსკის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.