გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

11 ივნისი 2022

 

6-10 ივნისს, საერთაშორისო  ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა,  Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) პროფესორს, პჟემისლავ ბორკოვსკის უმასპინძლა. ლექციები დაიგეგმა ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებთან, კერძოდ პროფესორ დავით ასლანიშვილის სალექციო კურსისფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები“ – ის ფარგლებში

 

გდანსკის უნივერსიტეტი, Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორია პოლონეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის პროფესორების მობილობის ხელშეწყობას და ასევე კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.