LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 მარტი 2023

13-17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლიეტუვა (LCC International University, Lithuania) პროფესორს, ლიზა გიბსონს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლექტორს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

მობილობის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სალექციო საათები;  პროფესორ გიბსონს უმასპინძლეს კავკასიის სამართლის სკოლამ, სალექციო კურსის „საერთაშორისო სამართალი “ფარგლებში; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, სალექციო კურსების „ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით „ და „საერთაშორისო ორგანიზაციების“ ფარგლებში.

ასევე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს პროფესორმა გიფსონმა შესთავაზა საჯარო ლექცია „ტერორიზმიდან ტრიუმფამდე: როგორ შეიძლება იქცეს პირადი დანაკარგი გლობალური მშვიდობის პლატფორმად“თემაზე.

 

LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ლიეტუვაში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.