საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის

23 ივლისი 2024

22 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.

 

2024 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან  უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია,  პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი და თურქეთი.

 

შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.