კავკასიის უნივერსიტეტსა და Humber Polytechnic, კანადა, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
Humber Polytechnic 1967 წელს დაარსდა და კანადაში ყველაზე დიდი სახელმწიფო კოლეჯი და რიგით მეორე წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც 86 ათასზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.
Humber Polytechnic-ის მთავარ მისიას სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და პერსონალისთვისთვის მრავალფეროვანი, გლობალური პერსპექტივებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. Humber Polytechnic მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტების მრავალფეროვანი ჯგუფის მხარდაჭერას, სტრატეგიული პარტნიორობის შემუშავებას, კულტურათშორის გაცვლებსა და ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საზოგადოების ჩართვას აკადემიურ გაცვლებსა და თანაშმრობლობაში და ინტერნაციონალიზაციას კამპუსში.
Humber Polytechnic- სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება ხელს შუეწყობს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მოკლევადიანი პროგრამების, ერთობლივი პროგრამების, კონფერენციების თუ კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის დანერგვას.