ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ბარსელონას ბიზნესის სკოლას შორის,ესპანეთი

2 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და ბარსელონას ბიზნესის სკოლას, ესპანეთი (BEBS Barcelona Executive Business School) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა სტუდენტთა გაცვლითი ხელშეკრულება, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტში.

 

BEBS ბარსელონას ბიზნესის სკოლა დაარსდა 2015 წელს, მთავარი მიზანი სტუდენტებისათვის პრაქტიკულ და ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული განათლების შეთავაზებაა. უნივერსიტეტი ეფუძნება ისეთ  ღირებულებებს როგორიცაა: მრავალფეროვნება, ტრანსფორმაციული ლიდერობა და ინოვაციები. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე, BEBS აერთიანებს 120 ეროვნების საერთაშორისო სტუდენტს.