საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

22 თებერვალი 2025

21 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებსა და ხარისხის მაძიებელ იმ უცხოელ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.

 

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის წამყვანი პარტნიორი  უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ხარისხის მაძიებელი სტუდენტების ნაწილიც ესწრებოდნენ გერმანიიდან, თურქეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ფილიპინებიდან, მიანმარიდან, ისრაელიდან, კენიიდან, ინდოეთიდან და  ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, რომლებიც ფსიქოლოგიის, კიბერუსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქიტექტურის, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ირიცხებიან.

 

საორიენტაციო შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.

 

აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ (სტუდენტური სამსახურისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის).